|
გაკვეთილის თემა
|
სულხან-
საბა ორბელიანის „უტკბესი და უმწარესი“
|
|
საგანი
|
ქართული
ენა
|
|
მასწავლებელი
|
შრენა
ხორბალაძე
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
|
კლასი
|
ỈѴ
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
14
|
|
განსაკუთრებული
მიდგომების მქონე პირთა რაოდენობა
|
2
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
Ø მოსწავლემ შეძლოს
ნაწარმოების სიუჟეტის ხაზის გაყოლა და მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემა;
Ø ძირითადი თემის,
იდეის ამოცნობა;
Ø ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე მსჯელობა.
Ø ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა.
|
|
გაკვეთილის
მიზნები
და მისაღწევი შედეგები
|
Ø განწყობის შექმნა და ინტერესის გაღვივება.
Ø ტექსტის
გაგება-ანალიზი;
Ø მსგავსი თემატიკის
ტექსტების შედარება, ახალი მასალის დაკავშირება ნასწავლთან.
|
|
თანმიმდევრობა
|
A.|გამოწვევის ფაზა| 7 წთ
აქტივობა 1
თამაში: მოსწავლეებს ვთხოვ, შეკრან წრე, თითო-
ეულმა მარჯვნივ მდგომს რამე
ტკბილი, სასიამოვ-
ნო სიტყვა უნდა უთხრას, ხოლო
მარცხნივ მდგომს
კი - მწარე, მკვახე.
შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, რომელი
უფრო სასიამოვნოა, ტკბილი სიტყვა თუ მწარე?
აქტივობა 2
წინარე ცოდნა
რა არის იგავი, როგორი
ნაწარმოებია, რომელ მეიგავეებს იცნობთ...
Ø B.|შინაარსის რეალიზება|
25 წთ.
აქტივობა 3
პროექტორის საშუალებით ტექსტის პაუზებად
კითხვა და ინდივიდუალურად ვარაუდების სქემის შევსება.
აქტივობა 4
ჯგუფებად
მოწყობა და კითხვაზე დაყრდნობით იგავის მთავარი აზრის ჩამოყალიბება წერილობით და
წარდგენა.
აქტივობა 5
იგავის კითხვა.|ინდივიდუალურად|
C. |რეფლექსია| 13 წთ.
აქტივობა 6
●შესწავლილი იგავის „ენით დაკოდილის“ გახსენება და ამ ორ იგავს
შორის მსგავსება -განსხვავების მოძებნა
ვენის დიაგრამის გამოყენებით. |მთელ
კლასთან|
●შემაჯამებელი კითხვები.
Ø რას დაასკვნით ამ ორ იგავის შედარების შემდეგ?
Ø რას გვასწავლი სულხან-საბა თავის იგავებით?
Ø რას უნდა ეცადოს ადამიანი ცხოვრების მანძილზე?
●საშინაო დავალება - წერილი
მეგობარს ( გამოიყე-
ნონ რაც შეიძლება ბევრი
სასიამივნო, თბილი სიტყვა).
|
|
შეფასება
|
გაკვეთილის ბოლოს ერთად შეფასდება გაკვეთილიც და
მოსწავლეებიც.
-მოგეწონათ თუ არა გაკვეთილი?
-რა იყო ყველაზე საინტერესო?
-ვის გამოარჩევდით აქტიურობით
თანაკლასელთაგან?
-თუ არის ისეთი ვინც ვერ შეძლო
საკუთარი თავის წარმოჩენა ამ გაკვეთილზე? რა იყო მიზეზი?
-რას მოიმოქმედებ იმისთვის,
რომ შემდგომში შეძლო ამ ხარვეზის გამოსწორება?
|
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო,
კალამი, რვეულები, პაუზებად დაყოფილი ტექსტი, ვარაუდების სქემა, კომპიუტერი,
პროექტორი.
კონტურული
ნახატი, ფერადი ფანქრები.
|
Friday, August 9, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment